შვედეთის პრინცესა მადლენი სამი შვილის დედა გახდა - შვედეთის სამეფო ტახტის, მეათე პრეტენდენტი

14:16 03-13-2018
154

შვედეთის სამეფოს ინფორმაციით, მეფის, კარლ XVI გუსტავის, უმცროსი ქალიშვილი, 35 წლის პრინცესა მადლენი და მისი მეუღლე, 43 წლის ინგლისელი წარმოშობის, ამერიკელი ფინანსისტი, კრისტოფერ ო'ნილი, მესამედ გახდნენ მშობლები. პრინცესამ დღეს, დილის 00:41 სთ-ზე, იმშობიარა და ქალისვილი გააჩინა, რომლის სახელიც, ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.  

წყვილის მესამე შვილი, სტოკჰოლმის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა. ახალშობილის წონა - 3,465 გრ, ხოლო სიმაღლე - 50 სმ-ია.  გოგონა, ამ ეტაპზე,  შვედეთის სამეფო ტახტის, მეათე პრეტენდენტად მოიხსენიება.  

 შეგახსენებთ, რომ მადლენის და კრისტოფორის ქორწილის ცერემონია, 2013 წელს გაიმართა. 2014 წლის 20 თებერვალს, ნიუ-იორკში, წყვილს, პირველი შვილი, ლეონორ ლილიან მარია შეეძინათ - 2015 წლის 15 ივნისს კი, ვაჟი, ნიკოლას პაულ გუსტავი. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე