კამერონ დიასმა კინოკარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება დაადასტურა

13:16 03-13-2018
282

ჰოლივუდის მსახიობის კამერონ დიასის  მონაწილეობით,  მხატვრული ფილმი "ენი", 2014 წელს გამოვიდა. მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრება, ბენჯი მედენს მიუძღვნა, მსახიობი, არც ერთ ფილმში აღარ გამოჩენილა.  თაყვანისმცენლების ვარაუდით, ეს დროებითი შესვენება იყო, მაგრამ შეცდნენ. კამერონმა, კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია, მის მეგობარს, ამერიკელ მსახიობს, სელმა ბლერს გაანდო, რომელმაც "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის დროს, ინტერვიუში განაცხადა:

"მე და კამერონი, რამდენიმე დღის წინ, "ლანჩზე" შევხდით ერთმანეთს. გავიხსენეთ ერთად გადაღებული, კომედიური ჟანრის  ფილმი "ყველაზე საყვარელი რამ"(Tne Sveetest Thing"), რომლის გადაღების გაგძელება შევთავაზე, რაზეც უარი მივიღე. მან განაცხადა, რომ კინოკარიერას თავს ანებებს და აღარ სურს, ფილმებში მონაწილეობის მიღება. მან განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში, ყველაზე საიამოვნო დრო დადგა. ვერ ვხვდები, რა უნდა შევთავაზო, ისეთი, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს" - განაცხადა სელმამ. 

შეგახსენებთ, რომ კამერონ დიასმა და ბენჯი მედენმა, ერთმანეთი, 2004 წელს, კალათბურთის მატჩზე გაიცნეს. სადაც ორივე, მონაწილეობას იღებდა, "ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ტურნეზე".

მსახიობს და მუსიკოსს შორის რომანი კი, 2014 წელს დაიწყო, ხოლო 2015 წელს,  ლოს-ანჟელესში იქორწინეს. გასული წლის დეკემბრის თვეში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი, ბავშვის აყვანას გეგმავდა.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე