ნინა წკრიალაშვილი - ,,ღალატი მინდა ვაპატიო და ვერ ვპატიობ, არ შემიძლია“

13:44 03-12-2018
2121

ნინა წკრიალაშვილი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და ცნობადი სახეა საქართველოში. საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს ნინას შემოქმედება თუ პირადი ცხოვრება, სწორედ ამიტომ ,,პრაიმტაიმმა“ სექსუალურ მომღერალთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

 

სახელი :-  ნინა

გვარი :-  წკრიალაშვილი

ასაკი :-  40

ჰობი :- მოგზაურობა.

ნინას თავისუფალი დღე :-  თავისუფალ დროს სახლიდან არ გავდივარ, მიყვარს სიმშვიდე. ჩემი დივანი, კატები, ტელევიზორი და კომპიუტერი.

რომელი წლიდან მღერი :-  საბავშვო ბაღიდან.

სიმრერის დროს :- გააჩნია სიმღერას.

მოგონება, რომელიც ცუდად გახსენდება :-  ცუდ მოგონებებს არ ვიმახსოვრებ.

სირთულეებს, როგორ უმკლავდები :-  სირთულეები აზარტია. ბოლო პერიოდში აღარც კი ვნერვიულობ სირთულეებზე. მეზარება ნერვიულობა.

,,ფლეიბოიში“ გამოსვლა, როდესმე გინანია :-   არ მინანია, პირიქით მეამაყება. პირველი ქართველი ვარ, რომელმაც გადაიღო ,,ფლეიბოიში“.

პირად ურთიერთობაში ,,ფლეიბოიმ“ ხელი შეგიშალა :-  არ შეუშლია პირად ურთიერთობაში. რატო უნდა შეეშალა.

რა როლი ითამაშა შენს ცხოვრებაში ჟურნალ ,,ფლეიბოიმ“ :-  ბევრად ცნობადი გამხადა ვიდრე მანამდე ვიყავი.

ერთი ნახვით თუ შეგყვარებია :-  ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, შეიძლება ძალიან მომეწონოს ადამიანი.

განსხვავება, სიყვარულსა და გატაცებას შორის არსებობს :-  სიყვარულზე ძალიან ბევრი შეიძლება ისაუბრო. გატაცება სასიამოვნო არასერიოზული გრძნობაა.

საყვარელ მამაკაცთან ერთად რა სიგიჟე გაგიკეთებია :-  სიგიჟე თუ არ გააკეთე საყვარელ მამაკაცთან ერთად, სიყვარული აღარ გამოდის.

სიყვარული მარადიულია :-  კი სიყვარული მარადიულია. შეიძლება ურთიერთობა დამთავრდეს, მაგრამ თუ ცხოვრების რაღაც მომენტში გიყვარდა ადამიანი, შეიძლება ბოლომდე არ გაგყვეს მისი სიყვარული, თუნდაც სხვა ურთიერთობა გქონდეს.

რამდენიმეჯერ შეიძლება შეგიყვარდეს :-  არ ვიცი რამდენჯერ შეიძლება მოვიდეს სიყვარული, ბევრჯერ ვერ მოვა.

რა საჩუქარი გაგაიკეთებია საყვარელი მამაკაცისთვის :-  საჩუქარს, როდესაც მამაკაცს ვჩუქნი ამით  ჩენს ერთგულებას, დროს, ენერგიას, ემოციას, ვცდილობ შევუქმნა კომფორტი ყველაფერში, ვემეგობრო და მიყვარდეს ყველა ნაკლის მიუხედავად. მატერიალური საჩუქრები რა მოსატანია, როდესაც ამდენს გავცემ.

დასამახსოვრებელი საჩუქარი, რომელიც თაყვანისმცემელმა გაჩუქა :-  არ ვიცი რა გიპასუხო, საჩუქრებით განებივრებული ვარ და არ მინდა ვინმე გავაღიზიანო.  მხოლოდ იმის თქმა შემიძლია თვითმფრინავი ჯერ არ უჩუქებიათ, არადა ძაან მჭირდება. ბევრს ვიმოგზაურებდი.

იდეალური მამაკაცი :-  იდეალური არავინ არის. არც ჩვენ ქალები და არც მაამკაცები.

ეჭვიანობ მაშინ :- ეჭვიანი არ ვარ, არ ღირს ეჭვიანობა.

საყვარელ მამაკაცს ღალატს აპატიებ :-  ღალატი მინდა ვაპატიო და ვერ ვპატიობ, არ შემიძლია.

სექსი რამდენად მნიშვნელოვანია :-  სექსი ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ცუდი სექსი იდეალურ ურთიერთობას აფუჭებს  და კარგი ახანგრძლივებს ცუდ ურთიერთობას.

ურთიერთობაში გარეგნულ სილამაზეს ანიჭებ უპირადტესობას :-ურთიერობაში გარეგნულ სილამაზეს არ ვანიჭებ უპრატესობას, რა უბედურებაა ლამაზი კაცი.

თქვენი პოპულარობის გამო უარი უთქვამს თქვენთან ურთიერთობა მამაკაცს :- ჩემამდე ვინც მოსულა, უარი არ უთქვამს არავის.

ურთიერთობას ამთავრებ თუ გიმთავრებენ :- ურთიერთობას ხან მე ვამთავრებ... პრინციპში მე ვამთავრებ, როდესაც ვხედავ, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, დროულად მივდივარ და ვამთავრებ ურთიერთობას.

როდის არის მარტივი, მნიშვნელოვანი ადამიანის დავიწყება :- მარტივი არასდროს არ არის, არ გავიწყდება ის ადამიანი.

დეპრესია გქონია? როდის? :- დეპრესია ხშირად მაქვს, ეხლაც.  დეპრესიული ადამიანი ვარ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ.

ეხლა რის გამო გაქვს დეპრესია :-  ყველაფერი მეზარება, ყველაფერს ძალით ვაკეთებ. დიდი ხანია არსად არ დავდივარ, საქმე თუ არ მაქვს საერთოდ არ გავდივარ გარეთ.

საყვარელი კაცის გამო გიტირია :- კაცის გამოც მიტირია და კაცსაც უტირია, სულაც არ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია. მე მიყვარს, როდესაც არის ღრმა ემოციური კავშირი. ზერელე ურთიერთობები არ შემიძლია.

კაცის ცრემლები:- არ ტეხავს საერთოდ. კაცს, როდესაც ცრემლი წამოუვა ეს ნიშნავს იმას, რომ ის გულწრფელია და ეს სასიამოვნოა.

თაყვანისმცემელი, რომელიც ვერ მოიშორე :- ადრე იყო ერთი, ორი თაყვანისმცემელი, რომელიც ვერ მოვიშორე. ეხლა რაღა დროს მოშორებაა 40 წლის ასაკში.

რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში :- ბევრ  რამეს შევცვლიდი.

რას ნანობ :- არაფერს არ ვნანობ, აზრი არ აქვს სინანულს, ვფიქრობ, რომ უბრალოდ დროის კარგვაა.

რა არის ბედნიერებისთვის საჭირო :- ბედნიერებისთვის სხვადასხვა ეტაპზე სხვადსახვა რამ არის საჭირო.  ამ ეტაპზე ჩემი ბედნიერებისთვის საჭიროა სიმშვიდე, ბევრი მოგზაურობა, გარშემო ერთგული ადამიანები, ოღონდ ძალიან ბევრი არა, რამდენიმე და სამსახური.

გეშინია :-  არაფრის არ მეშინია, ყველაფერი გადალახვადია.

მარტოობა :- მიყვარს მარტოობა, ჩემთვის აუცილებელია დღის გაბნმავლობაში რამდენიმე საათით მარტო ვიყო იმიტომ, რომ როდესაც მარტო ვარ მაშინ ვსწავლობ ჩემს თავს.

სამომავლო გეგმები :- არ მიყვარს გრძელვადიანი გეგმების დაგეგმვა იმიტომ, რომ შემდეგ არ გამოდის. უცნაურია ჩემი ცხოვრება, ვგეგმავ  უახლოეს ორ კვირას.

რას ეტყვი ჩვენს მკითხველს :- ყველას გვაქვს ცუდი და კარგი პერიოდები. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს განწყობაზე, როგორ განწყობაზეც ვიქნებით ისე იქნება ყველაფერი.  ყველაფერი კარგად იქნება.

ავტორი: სესე კოპალეიშვილი.

 

 

ავტორი: სესე კოპალეიშვილი