,,მეც დავბერდები და მე თქვენ გიჩვენებთ, როგორია ძლიერი მოხუცი" - ნახეთ რას წერს გურამ შეროზია

19:06 03-11-2018
303
 

ბლოგერი გურამ შეროზია ,,ფეისბუქის"-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"აუ, ყველაზე მეტად მაცოფებს მოხუცების ბულინგი, იდიოტი შვილების მიერ!!! უფრო მეტად რეგიონებში და სოფლებში მიტოვებული მოხუცების სევდიანი ისტორიებია…

 

– იი, მე უფრო ბანძი ქონება დამიტოვა, ვიდრე შუათანა შვილს
– მე სასწავლებლად რუსეთში გამიშვა და მეორე შვილის გერმანიაში
– მე გლდანში მიყიდა ბინა, იმას პლეხანოვზე
– მე არაფერი დამიტოვა საეთოდ…
ჰოდა მოუარონ სხვა შვილებმა! არ არის ღირსი! – და თეთრების სიზუსტით რომ ითვლიან და ადარებენ.

 

ამ ისედაც მიტოვებულ მოხუცებს რომ ეჩხუბებიან და აყვედრიან ყოველ წამს, თუ მადლი მოისხეს და ნახეს.

 

თითქოს გაზრდა, განათლების მიცემა, აღზრდა, ლოლიავი მთელი ამდენი წლის მანძილზე არაფერია და ყველაფერი – ფულადი ღირებულებით ხურდავდება. ან რა ვალდებულება აქვთ, ადექი და შექმენი შენით!

 

თქვენც დაბერდებით და ძალიან მინდა ზუსტად ასე “ღირსეულად” მოგექცნენ შვილები თქვენც.

 

პ.ს. მეც დავბერდები. და მე თქვენ გიჩვენებთ, როგორია ძლიერი მოხუცი და ვის ვერ დააბულინგებს ვერავინ, ვერასდროს."

 

 

ავტორი: სესე კოპალეიშვილი