ბათუმში საცხოვრებელი სახლი იწვის

14:40 03-10-2018
19

ხანძარი ბათუმში - ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის. ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ოპერაცია მიმდიანრეობს. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბინაში ლეიბებს გაუჩნდა.

 ადგილზე მობილიზებულია ხუთი სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- მუხლით მიმდინარეობს

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი