ადა მარშანია: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხის შეფერხება თბილისიდანაც არის შეკვეთილი 

21:56 03-09-2018
18

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის ადა მარშანიას განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხის შეფერხება თბილისიდან არის შეკვეთილი. ამის შესახებ მარშანიამ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. 

"ეს არის გადამოწმებული ინფორმაცია. ეს არის ჩვენი ქვეყნის უბედურება. შეფერხება და უცნაური ქცევა ცხედრის გადმოცემის საკითხში საუბედუროდ აქედანაც არის შეკვეთილი. შეფერხებას უწყობენ ხელს თბილისიდან, არის ძალები ვისაც აქვს ზეგავლენები და ძალიან ცუდი გეგმები. რასაკვრველია ეს ძალები არ ემსახურებიან ქვეყნის სტაბილურობას და იმას, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ დაიძრას ეს საკითხი და რაღაც პოზიტივი გაჩნდეს ამ ორ უმძიმეს მიმართულებაზე" - განაცხადა მარშანიამ და აღნიშნა, რომ ცენტრალურ შეფერხებაში ცენტრალური ხელისუფლება არ მონაწილეობს.