პრეზიდენტი: ბრიუსელში ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

19:53 03-09-2018
49

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრიუსელში ყველა შეხვედრას მძიმე ფონად "დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა". 

„ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რომლებსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ უშვებენ. ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ აი, ამ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში გამართა.