მეგ რაიანი 56 წლის ასაკში ყოფილ ბოიფრენდთან ქორწინდება

16:03 03-09-2018
429

56 წლის მსახიობის, მეგ რაიანის, სასიყვარულო ისტორიები, ყოველთვის, სკანდალებით იყო ცნობილი. ამჯერად, ვარსკვლავმა გადაწყვიტა, რომ პირად ცხოვრებაში, მეორე შანსი გამოიყენოს და მის ყოფილ ბოიფრენდთან, 67 წლის მომღერალ, ჯონ მელენკამპთან, იქორწინოს. ინფორმაციას, დასვლური წყარო ადასტურებს. 

წყვილი, 2011 წლიდან 2014 წლამდე, სანამ ჯონი რაიანს, მოდელი, კრისტი ბრინკლის გამო მიატოვებდა, ერთად იყო. ცნობილია, რომ მოდელი, რაიანზე, 8 წლით უმცროსი იყო. 

დაშორების შემდეგ, რაიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საკმოდ გართულდა. დეპრესიას,  ფინანსური პრობლემებიც დაემატა. რამდენიმე წლის შემდეგ, რაიანმა ჯონს, კიდევ ერთი შანსი მისცა, მაგრამ 2017 წელს, წყვილი, ერთმანეთს ისევ დაშორდა. 

სანდო წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მათ პირად ცხოვრებაში, ყველაფერი იმდენად კარგად არის, რომ  წყვილი, მალე დაქორწინებასაც კი აპირებს. მსახიობის ახლობლები და წარმომადგენლები, ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

სავარაუდოდ, მეგ რაიანი ფიქრობს, რომ სასიყვარულო პრობლემების შემდეგ, სჯობს, სიმშვიდე გამოიჩინოს.  

ავტორი: რუსა ღვანიძე