ქუთაისში მერიის სამხედრო სამსახურის შენობა დაიწვა

11:28 03-09-2018
15
თეგები: ქუთაისი

ცეცხლი შენობის დაცვის სამსახურმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული სადენები იყო.

"იმედის" ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ხანძრის შედეგად ოთახში დოკუმენტაცია დაზიანდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახური შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს.