გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

09:50 03-09-2018
7

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ამავე გზის  კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე