გიორგი კვირიკაშვილი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შესახებ - ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ ჩართული

15:55 03-08-2018
160

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ოკუპირებულ ცხინვალში, გარდაცვლილი, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისი სურვილია მალე მოხდეს ცხედრის გადმოსვენება, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით ახალი არაფერია. 

"ყველანი ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ ჩართული. მინდა, რომ მალე მოხდეს ეს ამბავი. მეტს ამ წუთას ვერაფერს გეტყვით",- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში 23 თებერვალს, გარდაიცვალა, მანამდე 22 თებერვალს, ის საოკუპაციო რეჟიმმა, საქართველოს 2 მოქალაქესთან ერთად დააკავა.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე