საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

12:07 03-08-2018
25

განათლების სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, სწავლა 15 მარტს განახლდება. 

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს,  სხვადასხვა კლასის მოსწავლეები სწავლას სხვადასხვა დროს დაასრულებენ. პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები - 20 მაისს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.

 

 

ნინო რაზმაძე