არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

16:14 03-07-2018
23
თეგები: ცხინვალი

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორია დატოვეს, თუმცა ერგნეთში ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ოკუპირებულ ცხინვალში შეხვედრის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი იყო.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას საქართველოს ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის საკითხის პოლიტიზირებისგან თავის შეკავება ურჩია.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

რამდენიმე დღის წინ, ექიმმა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა, რომელმაც ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა, განაცხადა, რომ  ექსპერტიზამ ცხედარზე ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე