დეკანოზმა ჯილდოდ პატრიარქის "ეპისტოლენი" მიიღო

19:49 03-06-2018
403

ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მატროსოვის ციხეში ინტელექტუალურ თამაშ "რა? სად? როდის?"-ში პირველი ადგილი მოიპოვა და ჯილდოდ პატრიარქის წიგნი "ეპისტოლენი" მიიღო.

ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე, დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე წერს.

"ჩემი ძმა მამა გიორგი უკანონო პატიმრობაშიც ამტკიცებს თავის ცოდნას! მატროსოვის ციხეშიც პირველია!! მალე თავისუფლებაზე!", - აღნიშნულია თორნიკე მამალაძის განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 1 სექტემბერს დაასრულა ათტომეული ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა და 5 სექტემბერს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე