შუხუთი-აცანა- მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

14:44 03-06-2018
12

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 3-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შუხუთი-აცანა- მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

ავტორი:მიხეილ ჯანგიშერაშვილი