ფრენსის მაკდორმანდს ოსკარი მოჰპარეს

10:31 03-06-2018
49

Associated Press-ის  ინფორმაციით მსახიობ ფრენსის მაკდორმანდს ოსკარი მოჰპარეს. ეჭვმიტანილი 47 წლის ტერი ბრაიანტია. პოლიციის ვერსიით, მან  ოსკარი წვეულებაზე მოიპარა, რომელიც ტრადიციულად დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ იმართება. პოლიციის თქმით, კაცს ამ ღონისძიების ბილეთი ჰქონდა.

დაკავებამდე კი, ეჭვმიტანილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ოსკარი უჭირავს ხელში და ამბობს, რომ ეს მისი  ჯილდოა.

ტერი ბრაიანტი 20 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.