ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

გრიპის ვაქცინა

მეცნიერება 1713939540

მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს

როგორც ჩანს, მეცნიერები უნივერსალური ვაქცინის შექმნასთან ახლოს არიან, რომელიც ვირუსების ყველა შტამისგან დაგვიცავს.კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა რონგ ჰაიმ სწორედ ასეთ ვაქცინაზე ისაუბრა და აღფრთოვანება არ დამალა.„რაც ამ ვაქცინაზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ის ფართოა და ეფექტურია ვირუსის ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგ. ასევე ის უსაფრთხოა და ეფექტისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი. ეს შეიძლება იყოს ის უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით", - თქვა ჰაიმ, ვირუსოლოგმა და ახალი ნაშრომის ავტორმა.კლასიკური ვაქცინებისგან განსხვავებით, ახალი ვაქცინა არ იყენებს ტრადიციულ იმუნურ რეაქციას ან იმუნურად აქტიურ ცილებს. ამის ნაცვლად, ის რნმ-ის პატარა მოლეკულებს იყენებს, რომელსაც ჩვენი სხეული ვაქცინის დახმარებით ბუნებრივად ქმნის.„თუ ჩვენ შევქმნით მუტანტ ვირუსს, რომელსაც RNAi-ს დასათრგუნად ცილების წარმოება არ შეუძლია, ამით ვირუსს დავასუსტებთ. ამ გზით დასუსტებული ვირუსის ვაქცინის სახით გამოყენება შეგვიძლია და ასე იმუნურ სისტემასაც გავაძლიერებთ", - ამბობენ მკვლევრები.მკვლევრებმა ექსპერიმენტისთვის გენმოდიფიცირებული თაგვები გამოიყენეს, რომლებსაც B და T უჯრედების ნაკლებობა ჰქონდათ. შემდეგ თაგვებს გაუკეთეს ახალი ვაქცინა და ნოდამურას ვირუსის დოზა შეუყვანეს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თაგვები ვირუსისგან 90 დღის განმავლობაში დაცულები იყვნენ.მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პათოგენები უნივერსალურ ვაქცინებს გვერდს ვერ აუვლიან.„ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია, რის შედეგადაც კლასიკური ვაქცინა მას ვეღარ შეაჩერებს, მაგრამ უნივერსალური ვაქცინის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება", — აღნიშნულია ნაშრომში.მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისინი ვაქცინის ყველა ვირუსის წინააღმდეგ გამოყენებას შეძლებენ. ეს მოიცავს გრიპს, COVID-19-ს, SARS-სა და თითქმის ყველა სხვა ვირუსს.„ვირუსებს გააჩნია მსგავსება და ჩვენ მათ ყველას მოვიცავთ", - თქვა ჰაიმ.ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ვაქცინის ადამიანზე გამოცდა.

Starring Georgia-ს შეკვეთილის მუსიკალურ სეზონს Massive Attack შეემატა

შოუბიზნესი 1713939518

Starring Georgia-ს შეკვეთილის მუსიკალურ სეზონს Massive Attack შეემატა

28 ივლისს, Black Sea Arena ლეგენდარულ ბრიტანულ პროექტს Massive Attack-ს უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ, 25 აპრილს დაიწყება TKT.ge-ზე.პირველად საქართველოში, მსმენელს საშუალება მიეცემა ცოცხლად მოისმინოს ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Teardrop, Unfinished Sympathy, Paradise Circus. ბენდის ღონისძიებები ხშირად აუდიო-ვიზუალურ თეატრალურ წარმოდგენებს ჰგავს, რადგან Massive Attack-ი ყოველთვის ცდილობს მათი შემოქმედება რეალური და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებთან კავშირში იყოს.Massive Attack ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბის და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით. მათი შემოქმედება არღვევს მუსიკაში არსებულ ყველა საზღვარს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბრისტოლში დაფუძნებულმა ჯგუფმა შექმნა ერთგულ გულშემატკივართა უდიდესი არმია მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.უკვე მე-2 წელია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით , Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია და ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას. 

სასამართლო

სამართალი 1713939406

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, ერთხმად ცნეს დამნაშავედ

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ.სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა მამაკაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ვარდისფერი მთვარე

ჰოროსკოპი 1713939291

2024 წლის 24 აპრილის ვარდისფერი სავსე მთვარე - რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს

2024 წლის 24 აპრილის ვარდისფერი სავსე მთვარე - რას მოუტანს ის ზოდიაქოს ნიშნებს  ვერძივერძებს აპრილის მიწურულიდან ვნებები იპყრობთ და ამის გამო ცხოვრების შეცვლა უწევთ. ბევრი დაკვირვების შემდეგ საკუთარ თავში ისეთ უნარს და ძალას აღმოაჩენენ, რომელზე წარმოდგენაც აქამდე არ ჰქონდათ. ვერძები პარტნიორისგან ყველა სახის მხარდაჭერას და ფინანსური დახმარებასაც მიიღებენ.ვერძებო, გაუშვით ყველაფერი, რაც ხელს გიშლით და მოემზადეთ ტრანსფორმაციისთვის.კურო2024 წლის ვარდისფერ მთვარეს კუროსთვის როგორც სიყვარულში, ასევე ბიზნესში წარმატება მოაქვს. თქვენ გელოდებათ ბევრი საქმიანი შეხვედრა; დიდი ხნის შემდეგ პარტნიორის პოვნაც და მასთან დროის სასიამოვნოდ გატარება.მოიწყვეთ თქვენი ცხოვრება თავად, ნუ დაელოდებით სხვებს.ტყუპებიტყუპებო იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უპირველეს ყოვლისა. შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა; ფოკუსირდით მიზანზე, იშრომეთ მეტი და გადადგით ორგანიზებული ნაბიჯები თქვენი ოცნებებისკენ.დაივიწყეთ ძველი იდეები იმის შესახებ, თუ ვინ ხართ და როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრება.კირჩხიბიკიბოებს ვარდისფერი მთვარე კრეატიული და ვნებიანი პროექტის განხორციელებას, ოცნების შესრულებას და იმის კეთებას ჰპირდება, რაც გააბედნიერებს.კირჩხიბებს ბევრი გართობა, ფლირტი და სიყვარული ელოდება.გათავისუფლდით ეჭვებისგან და მოიშორეთ ყალბი მეგობრები.ლომილომებს ცხოვრების ახალი გზის არჩევა მოუწევთ; შესაძლოა ეს საცხოვრებელი სახლის შეცვლაც იყოს. გაატარეთ მეტი დრო იმ ადამიანებთან, ვინც ნამდვილად თქვენი მხარდამჭერია.დაივიწყეთ შიში იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენს ცხოვრებაზე ან არჩევანზე.ქალწულიგულწრფელად მოუყევით ახლობლებს ამბები თქვენზე. გაანდეთ თქვენი აზრები და იდეები დედმამიშვილებს. დაელაპარაკეთ და დაუახლოვდით ახლო ნათესავებს.ნუ გადარდებთ სხვების აზრი; მთავარია თქვენ იყოთ მართალი საკუთარ თავთან.სასწორისაკუთარი თავისგან მეტის მოთხოვნა, საკუთარ თავში ინვესტიციის ჩადება, თქვენი ღირებულებების და უნარების ცოდნა, ფინანსური თავისუფლების პოვნა, მემკვიდრეობის აშენება, პრიორიტეტების მინიჭება,  ყველაზე მნიშვნელოვანია სასწორებისთვის.შეეშვით იმ ადამიანებს, ვინც შორს არის თქვენი ინტერესებისგან.მორიელისაკუთარი თავის პოვნა, ეჭვებისგან გათავისუფლება მორიელისთვის აპრილის მთვარისგან მიღებული მანტრაა.მორიელს სურს გახდეს ის, ვინც უნდა რომ გახდეს; ჩადოს ინვესტიცია გარეგნობაში, იპოვოს საკუთარი სტილი, იმუშაოს პირადი მიზნისკენ და შეცვალოს მიდგომები სამყაროს მიმართ.გათავისუფლდით ნებისმიერი ფიქრისგან, რომ თქვენ არ იმსახურებთ ბედნიერებას… თქვენ იმსახურებთ მას.მშვილდოსანისიმშვიდის პოვნა, საკუთარ თავზე ფოკუსირება, საკუთარი კეთილდღეობის პირველ ადგილზე დაყენება, ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება და წარსულის დატოვება იქ, სადაც მას ეკუთვნის მშვილდოსნების აპრილის პროგრამა მინიმუმია.ვარსკვლავები მათ ურჩევენ - გათავისუფლდნენ სტრესისგან და ზედმეტი შრომისგან.თხის რქაკარიერული ქსელის შექმნა და დიდი წარმატება ცხოვრებაში; კარგი ადამიანების გარემოცვა, შთაგონება და რწმენა იმისა, რისიც სჯერა - აი რას ჰპირდება აპრილის ვარდისფერი მთვარე თხის რქას.დაივიწყეთ მოძველებული მეთოდები და კონსერვატიული აზროვნება.მერწყულიკარიერაზე ფოკუსირება და წარმატების მიღწევა; იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომლებიც დაეხმარებიან საკუთარ თავში იმ ნიჭის აღმოჩენაში, რომ შეუძლია სირთულეებთან გამკლავება აპრილის ვარდისფერი მთავრის დაპირებაა მერწყულებისთვის.მერწყულებო, ეს საუკეთესო დროა, წარსულში დატოვოთ ეჭვიანი მეგობრები.თევზებიმოგზაურობის გეგმების შედგენა, თავგადასავლების ძიება, შთაგონების გრძნობა, მსოფლმხედველობის შეცვლა, ინტერესების გაცნობა-შესწავლა, მეტის აღმოჩენა იმის შესახებ, თუ რა გაბედნიერებთ: კითხვა, წერა, სხვაგვარად ცხოვრება აპრილის მთვარეს მოაქვს თევზებისთვის.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1713938629

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის სენატს კანონპროექტის დამტკიცებისთვის, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს.„მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინის გადარჩენისთვის დამტკიცებული დახმარების გამო. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს და რესპუბლიკელ ლიდერს, მიჩ მაკკონელს მათი გადამწყვეტი ლიდერობისთვის ამ ორპარტიული კანონმდებლობის წინსვლაში. მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატორებს ორივე მხრიდან, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება აძლიერებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის შუქურისა და თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ის აფასებს ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ელოდება, რომ ბაიდენი სწრაფად მოაწერს ხელს აღნიშნულ კანონპროექტს.