ზვიად კუპრავა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სუს-ში დაიბარეს

13:39 03-05-2018
63

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საქმეზე სუსშია დაბარებული. ამის შესახებ კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

"ხვალ, 12:00 საათზე დაბარებული ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. სუს-ს მივაწვდი ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის ცნობილი გახდა ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომლის მხრიდან. მათ შორის, ყოფილი ძალოვანის ვინაობას, რომელიც მზად არის დაეხმაროს სპეცსამსახურებს ფილიპ ხაჩიროვის და მისი ძმის ადგილსამყოფელის დადგენაში და მის ევაკუაციაში, ქართული მართმსაჯულებისთვის წარსდგენის მიზნით,"- წერს კუპრავა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე