მთავარი თემა

საპროტესტო აქციები სომხეთში

იაპონელი დიზაინერის იოჯი იამამოტის ახალი კოლექცია პაბლო პიკასოს ეძღვნება ( ფოტოალბომი )

20:32 03-03-2018
57

იოჯი იამამოტოს ახალ კოლექციას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ცოცხალმა ლეგენდამ ის გარდაცვლილ ლეგენდას, თავის მეგობარ აზადინ ალაიას მიუძღვნა.

"როგორც კი მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, ეს თემაც მოვიდა ჩემთან. როგორც წესი, ასე არ ხდება ხოლმე."

იაპონელი დიზაინერის 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ეძღვნება პაბლო პიკასოსაც.

"საკუთარი თავი გამოვიწვიე, რომ გამეკეთებინა ის, რაც მოდაში ჯერ არ გაკეთებულა: პატივის მიგება მისტერ კუბიზმისადმი პაბლო პიკასოსადმი."

იოჯიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ კოლექციაზე მუშაობამ მისი ფსიქიკა შეარყია:

"ვფიქრობდი, რომ ამ ჩვენების მერე წავიდოდი, გარდავიცვლებოდი," ჟურნალისტი წერს, რომ საბედნიეროდ ამის თქმის დროს იოჯი იცინოდა.

"ძალიან დავიღალე, ამჯერად ძალიან გამოვიფიტე. ხვალ შეიძლება დავეცე."