ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყაჩაღობის ფაქტებზე 7 პირი დააკავეს

14:43 03-02-2018
27

დღეს  გამართულ ბრიფინგზე შინაგან  საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური  პოლიციის დეპარტამენტის  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში  მთავარი სამმართველოს  უფროსმა  მამუკა  ჭელიძემ განცხადება გააკეთა.  მისი თქმით,  თბილისსა და იმერეთში  მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია.

,,ბოლო  რამდენიმე  დღის განმავლობაში თბილისსა და იმერეთში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე სულ დაკავებულია-7პირი’’- მამუკა ჭელიძე.