მარჯანიშვილის მეტროსთან სახანძრო მანქანებია მობილიზებული - ფოტო

20:42 03-01-2018
89

მარჯანიშვილის მეტროსთან სახანძრო მანქანებია მობილიზებული. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმს" ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.

112-ის წარმომადგენლების განმარტებით, მატარებლის სამუხრუჭე სისტემამ გვირაბში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია, რის გამოც მგზავრება 112-ში დარეკეს და სახანძრო გამოიძახეს. ადგილზე ოთხი ბრიგადა გამოცხადდა.