ცნობილი ნახატი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, პოვნის შემდეგ 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

13:25 03-01-2018
92

ცნობილი ნახატი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, პოვნის შემდეგ 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ცნობილი ნახატი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო, პოვნის შემდეგ 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნახატი სახელად „ტუტუ“ რომელსაც ხშირად აფრიკულ მონა ლიზასაც ეძახიან, შექმნილია ბენ ენვონვუს მიერ. ნახატის პოვნის შემდგომ, ის ლონდონის აუქციონზე ოთხშაბათს გაიყიდა.

ნახატი ნიგერიის სისხლიანი ომის შემდგომ შეიქმნა ენვონვუს მიერ მაგრამ ის მალევე დაიკარგა 1974 წელს. ნახატი 40 წლის შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში აღმოაჩინეს წინა წელს. აღსანიშნავია, რომ ლონდონის აუქციონზე პორტრეტის სავარაუდო ფასად 200.000- დან 300.000 ევრომდე ელოდნენ, რომელიც 4 ჯერ ნაკლები ფასი აღმოჩნდა გაყიდულისაგან. ენვონვუმ პრინცესის პორტრეტი მაშინ შექმნა, როდესაც ქალბატონი ნიგერიის ქუჩებში გადაადგილდებოდა. მხატვარს კიდევ ორი ნახატი აქვს შექმნილი, რომელიც ასევე დაკარგულია.

ნახატი არა მარტო იმიტომ არის ცნობილი, რომ ლამაზია, არამედ ძალიან საინტერესოა მისი გაუჩინარების ისტორიაც. პორტრეტის პოვნის მთავარი დამსახურება ეკუთვნის აფრიკის ხელოვნების დირექტორს, გილეს პაპიატს, რომელიც წლების განმავლობაში ეძებდა ნახატს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ გილესს მრავალჯერ მიუტანა პორტრეტის ასლი, მაგრამ ყველა მათგანი ყალბი აღმოჩნდა. 2017 წლის დეკემბერში კი მან იპოვა ორიგინალი, 30 წლის განმავლობაში ნახატი ლონდონის ერთ-ერთ აპარტამენტში იყო. გილეს პაპიატის განცხადებით პორტრეტის აღმოჩენისას განცვიფრებისგან გაშეშდა, ოჯახი რომელსაც ექსპონატი ჰქონდა, არც იცოდნენ მისი ისტორია და ფასი. გილესის თქმით, მან თავი ისე იგრძნო, როგორც ჰოვარდ კარტერმა,რომელმაც ტუტანჰამონის საფლავი იპოვა.

ავტორი:მიხეილ ჯანგიშერაშვილი