ქარელში ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

20:45 02-28-2018
77

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. ამის შესახებ Reginfo წერს.

მსუბუქი ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეასკდა და სარწყავ არხში გადავარდა.ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.