სოფელ მოხისთან ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

15:44 02-28-2018
125

ხაშური-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე  ემსხვერპლა.  მანქანა, რომელიც ხაშურიდან ქარელის მიმართულებით მოძრაობდა სოფელ მოხისთან ხიდის მოაჯირს შეეჯახა და არხში გადავარდა.

ავტომანქანაში ხუთი  მგზავრი იმყოფებოდა. სამი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილთაგან  ორი ერთი  ოჯახის წევრია.  არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული არასრულწლოვანია.