ზოგად უნარებში დღეს საცდელი ტესტირება ჩატარდება

10:57 02-28-2018
35

ზოგად უნარებში საცდელი ტესტირებისათვის რეგისტრაცია 300-მდე აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, დღეს ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება „ღია უნივერსიტეტის“ შენობაში მათი ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

მისივე თქმით, ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი ბევრი იყო, რის გამოც შესაძლოა ანალოგიური ტესტირება განმეორდეს.

„მსურველები ძალიან ბევრია. შემდგომ ეტაპზე მათ ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია და ანალოგიური ტესტის ჩატარებას მათაც შევთავაზებთ. სარეგისტრაციო ფანჯრის გახსნიდან 15 წუთში შეივსო 300-მდე ადგილი. სამწუხაროდ, ბევრმა აბიტურიენტმა, რომელსაც სურვილი ჰქონდა, დარეგისტრირება ვერ შეძლო, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ შემდეგ ეტაპზე ისინი ამას შეძლებენ“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა

მისივე თქმით, ზოგად უნარებში საცდელი ტესტირება იქნება საგამოცდო პროცესის ანალოგიური. აბიტურიენტები ნახავენ როგორ შეავსონ პასუხების ფურცელი, როგორი ტიპის დავალებები იქნება და ეს ტესტირება მათ საშუალებას მისცემს შეაფასონ საკუთარი თავი და უკეთესად მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის