სახლიდან გამოქცეულ ქართველ ბიჭუნას ზოოპარკი დახურული დახვდა - BBC

17:24 02-27-2018
49

"BBC"-იმ 10 წლის ქართველს დავით ნოზაძეს, რომელის ქალაქ ხაშურიდან ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოიპარა, სტატია მიუძღვნა. ტელეკომპანიამ აღფრთოვანება ვერ დამალა დავით ნოზაძის მონდომებასა და მიზანდასახულობაზე.

თბილისის ზოოპარკმა იღბლიან 10 წლის დავით ნოზაძეს, 1 წლიანი უფასო სავიზიტო ბარათი მას შემდეგ გადასცა საჩუქრად, რაც მოზარდმა 130 კილომეტრი გაიარა მშობლიური ქალაქიდან, რომ ზოოპარკი პირველად დაეთვალიერებინა. სამწუხაროდ ეს გასეირნება დავითისთვის უიღბლო აღმოჩნდა, რადგან მას ზოოპარკი დაკეტილი დახვდა, პოლიციამ პატარა მარტოდმარტო შენიშნა და სახლში დააბრუნა. შემდეგ დღეს თბილისის ზოოპარკმა გადაწყვიტა სიურპრიზის მოწყობა პატარა ცხოველების მოყვარულისთვის. იმავე პოლიციელებმა მეორე დღეს ხაშურიდან დავით ნოზაძე ზოოპარკში წამოიყვანეს. დათოს სპეციალური ტური ზოოპარკში დირექტორ ზურა გურელიძესთან ერთად მოუწყვეს, საბოლოოდ პატარამ შეძლო და პირველად, საკუთარი ხელით, გამოკვება ლემურები,სპილოები,აქლემები და ა.შ

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი