ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

„მაქციის სინდრომით“ დაბადებული

მსოფლიო 1713288748

VIDEO: „მაქციის სინდრომით“ დაბადებული - ბავშვის დედა ამბობს, რომ ორსულობისას კატის ხორცი ჭამა

ფილიპინელ ბიჭისთვის, რომელიც "მაქციას სინდრომით" დაიბადა, ფულს აგროვებენ. ბავშვს ლაზერული ეპილაცია უნდა გაუკეთონ, რათა მოიცილონ ზედმეტი თმა სახიდან და ტანიდან. სტატიას The Daily Mail-ი აქვეყნებს.დედა შვილის ასეთი უჩვეულო პათოლოგიის მიზეზს მისტიციზმით ხსნის. ფილიპინელ ქალს ეგონა, რომ ის დაწყევლეს ორსულობის დროს გარეული კატის ხორცის ჭამისთვის.მრავალშვილიანი დედა იხსენებს, რომ უმცროს ვაჟზე, ჯარენზე ორსულობის დროს, ძალიან იზიდავდა ეგზოტიკური კერძები. ფილიპინების შორეულ მთის სოფლებში ხშირად ჭამენ გარეულ კატებს, ამიტომ ალმამ გადაწყვიტა მეგობრების მოსანახულებლად ჩასულიყო და ეგზოტიკური კერძი დაეგემოვნებინა.„იქ სპეციალურად მომიმზადეს შემწვარი შავი კატა - და მეც ვჭამე. მართალია, მოგვიანებით, მშობიარობის შემდეგ, ვინანე. მივხვდი, რომ საშინელი საქციელი ჩავიდინე, რისთვისაც წყევლით დავისაჯე...“ - ამბობს მედიასთან ალმა.საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს დაერწმუნებინათ, რომ ცრურწმენა არაფერ შუაშია. 

გენპროკურორი

მსოფლიო 1713288690

რუსეთის ფედერაციის პირველმა გენერალურმა პროკურორმა შვილი, ბინაში გარდაცვლილი იპოვა

რუსეთის ყოფილი გენერალური პროკურორის, ვალენტინ სტეპანკოვის შვილი მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მამამ იპოვა, რომელიც 1991-1993 წლებში მაღალ სამთავრობო პოსტს იკავებდა და გახდა რუსეთის ფედერაციის პირველი გენერალური პროკურორი.MK.Ru ვებსაიტის ცნობით, ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ თავისი ვაჟი, დენის სტეპანკოვი, 14 აპრილს, კვირას, 13:15 საათზე, დუბინინსკაიას ქუჩაზე მდებარე ბინაში სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივია.

პარლამენტის პლენარული სხდომა

პოლიტიკა 1713287937

პლენარული სხდომა დასრულდა - პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში 17 აპრილს განახლდება

პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა. პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაგეგმილია „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“, „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლები.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

avaria

შემთხვევა 1713287775

კახეთში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. დაღუპულია და-ძმა. შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, შირაქის ველთან მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც მას მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრი, 35 და 37 წლის და-ძმა.მესამე მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება მომხდარ ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით დაიწყო.სხვა სიახლეები:პირველი ცოლი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმეშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსრა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

დუბაი

მსოფლიო 1713287762

ძლიერმა წვიმამ დუბაი ვენეციად აქცია - წყალდიდობამ ქალაქი მოიცვა

ძლიერი წვიმის შემდეგ დუბაის აეროპორტი დაიტბორა. ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები აქვეყნებენ კადრებს, თუ როგორ კვეთენ თვითმფრინავები წყალს საჰაერო ნავსადგურში და ასევე აზიარებენ ვიდეოებს წყალდიდობაში მოხვედრილი მეტროპოლიიდან.განვითარებულმა სტიქიამ აეროპორტის განრიგში საკუთარი ცვლილებები შეიტანა. ბევრი რეისი უკვე გაუქმებულია, ზოგიერთი კი გადაიდო. პარალელურად, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა აბუ-დაბიში, დუბაიში, შარჯასა და რას ალ-ხაიმაში. RTA ასევე იტყობინება, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და დუბაის სადგურებს შორის მეტროში შეფერხებებია არასტაბილური ამინდის პირობების გამო.