"ორი დღე დაკარგული იყო..." - ემიგრანტის მკვლელობაზე "პრაიმტაიმისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი

14:09 02-23-2018
509

"პრაიმტაიმისთვის" 50 წლის მაიკო ძიძიგურის მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

თურქული მედიის ინფორმაციით, სამუშაოდ წასული ქალი ორი დღის განმავლობაში დაკარგული იყო, საქართველოდან ურეკავდა შვილი, თუმცა არც მობილურს პასუხობდა და არც სოციალურ ქსელში გაგზავნილ შეტყობინებებს.

"შეშფოთდა ოჯახი და მისმა შვილმა მის თურქეთში მცხოვრებ მეგობარს სთხოვა დედამისის მოძებნა. მეგობარი პოლიციასთან ერთად მივიდა ბინაში, რომელიც ამ ქალბატონს ნაქირავები ჰქონდა და მარტო ცხოვრობდა და გამთენიის 05:00 საათზე, შიშველ მდგომარეობაში იპოვეს მოკლული. პოლიცია საქმეს ჯერ გაუპატიურების და შემდეგ მკვლელობის მოტივით იძიებს", - წერს თურქული მედია.