პარლამენტის ფასადზე 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნება

10:59 02-23-2018
24

საქართველოს პარლამენტის ფასადზე, თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნება.

იდეა მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს და ქალაქ თბილისის მერიას ეკუთვნით. 

ღონისძიება 17:00 საათზე, პარლამენტთან გაიმართება. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე