ახალი დეტალები თემქაზე მოკლული გოგონას შესახებ (Exclusive)

12:42 02-22-2018
177

"პრაიმტაიმისთვის" თემქაზე მოკლული გოგონას შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკლულტეტეზე სწავლობდა.

ის შემთხვევის ადგილზე მიმდებარედ, კორპუსში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონა ამ ადგილზე გაიზარდა, იყო უკონლფიქტო და კარგი ადამიანი.

"არ ვიცით რა მოხდა, ისიც კი არ ვიცით, ვინ იპოვა. ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. ჩემს თვალწინ გაიზარდა. ჰყავდა შეყვარებული და არავის პრობლემას არ უქმნიდა. მომხდარით გაოგნებულები ვართ", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

"დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო", - აცხადებენ შსს-ში.

 

 

სალომე ჩადუნელი