მატრასების ქარხანაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

19:07 02-21-2018
16

მატრასების ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

ნაძალადევის რაიონის აპარატის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ განუცხადა. მისი თქმით, დამწვარია დაახლეობით, 1000 კვ.მ და ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთებს ეკიდა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი იგივე ტერიტორიაზე 2015 წლის აგვისტოშიც მოხდა. მაშინ დაიწვა კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მატრასების საამქრო. დაზარალებულების ნაწილი ვარაუდობდა, რომ ცეცხლი ქარხნის შენობაში განზრახ გააჩინეს.