საქართველო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული - დავით ზალკანიანი

23:06 02-20-2018
63

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი ფიქრობს, რომ ფუჭია მცდელობა, საქართველოს მოქალაქეებმა მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. 

„ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფარის მოთხოვნით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. იგივე ისლანდიაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რომ ისლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვერყნების სიაში შეეყვანა და ამის შემდეგ იქ იკლო თავშესაფრის მაძიებელათა რაოდენობამ. აქტიურად ვმოქმედებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთანაც. მინდა მივმართო იმ მოქლაქეებსმ, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ გერმანიაში წასვლა, მათი სურვილი და მცდელობა, რომ იპოვონ თავშესაფარი, ფუჭია, რადგან საქართველო გერმანიაშიც უსაფრთხო ქვეყნად განიხილება. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რასაც თავისუფალი გადაადგილება ჰქვია. ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი”, - განაცხადა ზალკანიანმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე