(Exclusive) ნინო ქორიძეს პირველი კომენტარი შვილის წარმატებაზე: "ეს მისი კარიერის ძალიან ხმაურიანი და კარგი დასაწყისია"    

10:51 02-20-2018
682

ეს მისი კარიერის ძალიან ხმაურიანი და კარგი დასაწყისია - ამის შესახებ მსახიობმა ნინო ქორიძემ "პრაიმტაიმს" შვილის, ირაკლი კვირიკაძეს წარმატებასთან დაკავშირებით განუცხადა. 

"პირველ რიგში წარმატებას ნიშნავს საერთაშორისო დონეზე. ეს მისი კარიერის ძალიან ხმაურიანი და კარგი დასაწყისია. ძალიან მიხარია მისი წარმატება. მართლა ემოციებში ვარ. მისი პირველი ნაბიჯები კინოში  8 წლის ასაკში იყო, როდესაც სალომე კობახიძის ფილმში თამაშობდა. ეს სალომეს სადიპლომო ნამუშევარი, მერე იყო თაკო შავგულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მერე იყო რეზო გიგინეიშვილის ფილმი. წარმატება ლოგიკური იყო. ჩვენ არ ვართ ასეთი რაღაცის განებივრებულები ქართველები ზოგადად, მაგრამ ამ ფილმის წარმატება ისე წავიდა, რომ ირაკლი ყურადღების ცენტრში მოექცია და ლოგიკურად დასრულდა", - განაცხადა ნინო ქორიძემ. 

შეგახსენებთ, რომ Berlinale Palast-ში დღეს ახალგაზრდა ქართველი მსახიობი დააჯიდლოვეს.

ირაკლი კვირიკაძემ ევროპული ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მოიპოვა და 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.

თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award-ი გადაეცათ.

European Film Promotion-მა ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ათეულში ირაკლი კვირიკაძე რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის წარადგინეს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვირიკაძემ ფილმში "მძევლები" გეგა კობახიძის როლს ასრულებს.