წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ყოფილ შენობაში გაჩენელი ხანძარი ლოკალიზებულია

00:33 02-19-2018
18

წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის  ყოფილ შენობაში გაჩენელი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ  ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა მამუკა ყირიმელმა განუცხადა. ხანძარი 1500  კვადრატულ მეტრზე იყო გარცელებული და იწვოდა შენობის გადახურვა. ადგილზე მუშაობდა 26 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 50 მეხანძრე-მაშველი.  მამუკა ყირიმელის თქმით,  ხანძრის გავრცელებისა და  ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. ხანძრის ჩაქრობას  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დაახლოებით 2 საათი ცდილობდა. ამ დროისთვის სალიკვდაციო სამუშაობი მიმდინარეოს. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და კითხვებს პასუხი  გამოძიებამ უნდა გასცეს.