გიორგი კვირიკაშვილმა ირანში ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

16:01 02-18-2018
21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურება და დაღუპული მგზავრების და ეკიპაჟის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ" -პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. 

 ირანში, დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ბავშვი.