ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 32 წლის მამაკაცი დაჭრეს

19:09 02-15-2018
45

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 32 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც "პრაიმტაიმს" ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათი თქმით, მამაკაცს საჯდომის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. ამ წუთებში მამაკაცს ოპერაციას უკეთებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.