ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ამ დროს სალტანატი უკვე გარდაცვლილი იყო

სამართალი 1713956359

„ამ დროს სალტანატი უკვე გარდაცვლილი იყო...“ - ახალი დეტალები სკანდალური სასამართლო პროცესიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.დღეს, 24 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.  იკითხება ნათელმხილველი, რომელსაც ბრალდებულმა მკვლელობის ღამეს არაერთხელ დაურეკა. ნათელმხილველი ამტკიცებს, რომ მან ბრალდებულს არაერთხელ უთხრა, რომ სასწრაფოში დაერეკა.როგორც ირკვევა, ქალს ბიშიმბაევთან შეხვედრა სწორედ იმ საზარელ ღამეს, რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა. ნათელმხილველი სასტუმროში, 4-ის ნახევარზე მივიდა და 5 საათზე წავიდა. ამ დროს სალტანატი უკვე გარდაცვლილი იყო. ცხადია, ყველას აინტერესებს რაზე ესაუბრებოდა ბიშიმბაევი ნათელმხილველს. როგორც სასამართლოდან ვიგებთ, მათი საუბარი უაზრო იყო. ცნობისთვის, ასტანაში, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სასამართლოში ჩვენება მისცა სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოყვა თავისი ვერსია, იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ცოლ-ქმაფრი

ჰოროსკოპი 1713956100

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც წელს სამუდამო სიყვარულს იპოვის

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც წელს სამუდამო სიყვარულს იპოვის:   ვერძითქვენ აფასებთ თქვენს დამოუკიდებლობას და გირჩევნიათ იყოთ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სიყვარულს, თქვენ პირდაპირ აფასებთ თქვენს სურვილებს და არ გსურთ კომპრომისზე წასვლა. ამ წელს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გამოწვევას მოგიტანთ. თქვენ გახდებით საკუთარი თავის უფრო მდგრადი ვერსია და უკეთ მოემზადებით, იპოვოთ ადამიანი, რომელიც აფასებს თქვენს უშიშარ სულისკვეთებას.კირჩხიბიეს წელი გიჟური იქნება თქვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ თუ მზად ხართ იბრძოლოთ იმისთვის, რაც გსურთ - ყველაფერი გამოგივათ. პლუტონი გაგათავისუფლებთ დაძაბულობისგან და საშუალებას მოგცემთ, უფრო ადვილად ისუნთქოთ. თუმცა მარსი თქვენს ნიშანში რეტროგრადული იქნება წლის ბოლოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცირე ჩხუბი და უთანხმოება.მორიელისიყვარული ამ წელს ყველაზე მოულოდნელად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.  ღრმა ერთგულება ერთგული და სანდო ადამიანების მიმართ დაგეხმარებათ თქვენი სტატუსის ამაღლებაში. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თქვენი ნიშნის დაბნელებამ ბევრი არასტაბილურობა გამოიწვია. ახლა, ვარსკვლავები დაგეხმარებიან სიყვარულის პოვნაში. ეს ზაფხული შესანიშნავი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად.

ხელოვნური ინტელექტი

მეცნიერება 1713955494

შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია

ბერკლიში დაფუძნებული სტარტაპის მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ მათ გენერაციული AI ტექნოლოგიები ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის გამოიყენეს.როგორც New York Times იუწყება, სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.მკვლევრების მიზანია შექმნან გენების რედაქტირების ახალი მიდგომები, რომლებიც უფრო ეფექტური და ქმედუნარიანია, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სხვა პათოგენები.სტარტაპი სახელად Profluent აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ერთი ასეთი ტექნოლოგია ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის უკვე გამოიყენა. საუბარია OpenCRISPR-1-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული პირველი მსგავსი ტექნოლოგიაა.სტარტაპში ამბობენ, რომ "ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნულიდან შეიქმნა".„ეს ნიშნავს, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ასეთ ტექნოლოგიებსაც შეიმუშავებს, რაც მედიცინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია", — თქვა სტარტაპის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალი მადანმა.ექსპერტების თქმით, ის, რაც ნამდვილად აფერხებს გენის რედაქტირების სფეროს, არის პრეკლინიკური კვლევების სიმცირე. სწორედ უშუალო კვლევებით უნდა დადასტურდეს საბოლოოდ, არის თუ არა დნმ-ის ეს ცვლილებები უსაფრთხო და ეფექტური. მიუხედავად უამრავი ოპტიმიზმისა, მეცნიერები კვლავ ფრთხილობენ და ჯერ კიდევ საუბრობენ ადამიანის დნმ-ის რედაქტირების შესაძლო გვერდით ეფექტებზე.სწორედ ამიტომ, ამ დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება კვლევების პროცესი დააჩქაროს. Profluent-ში სურთ თავიანთი მოდელი სხვა მკვლევრებსაც მიაწოდონ, რითაც სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება მოხდება.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713955318

საუკუნეები გავა და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც კონსტიტუციური კანონპროექტების პათოსშია - მამუკა მდინარაძე

„2017 წელს, როცა  ვსაუბრობდით, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, გვეუბნებოდნენ, რომ ამის საჭიროება არ იყო. მაგრამ გავიდა დრო და ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს საჭიროება იყო.  თურმე დადგებოდა დრო, როცა ბრიტანეთის პრემიერს მოუწევდა თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი - კაცი“ , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ოზურგეთში.მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერი მიმართულებით განსხვავებული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამასთანავე, მომავალი თაობები უნდა დავიცვათ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან.„არის რაღაც ტრენდები, რომელსაც ჩვენი ტრადიციიდან, კულტურიდან,  მსოფლმხედველობიდან და მენტალობიდან გამომდინარე  უნდა შევეწინააღმდეგოთ და გვქონდეს საკუთარი იდენტური, გამორჩეული ხედვა ამ ტრენდებთან დაკავშირებით.დარწმუნებული ვარ, გავა საუკუნეები  და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც ამ პროექტის პათოსშია.  ჩვენ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ დიახ,  ყველა ადამიანის უფლება  უნდა იყოს დაცული. უნდა დავაფიქსიროთ, რომ ნებისმიერი სახის ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველა ადამიანის უფლება ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ჩვენ წლების წინ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონსტიტუციით მიღებული გვაქვს ბევრი გარანტია და, ცხადია, ადამიანის უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ერთი ადამიანიც რომ იყოს აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაციის  ნებისმიერი მიმართულებით, მისი უფლებაც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დაცული. მეორეც- არატრადიციული ცხოვრების წესის თავსმოხვევა, პროპაგანდა უნდა გამოვრიცხოთ და ჩვენი მომავალი თაობები დავიცვათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე ზემოქმედებისგან. ორივე მიმართულება უნდა გვქონდეს ხაზგასმით და მკაფიოდ გამოხატული:  ადამიანის უფლებების დაცვა და  მომავალი თაობების პროპაგანდისგან დაცვა. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713955195

საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება - შალვა პაპუაშვილი

„საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და საზოგადოებრივ-კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვისმინოთ თქვენი დამოკიდებულება, იდეები და შენიშვნები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე,  თქვენი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა, ერთი მხრივ, პროექტი, რომელიც  კონსტიტუციაში ცვლილებას ითვალისწინებს, კერძოდ, 30-ე მუხლში, რომელიც  ქორწინების უფლებას და  დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ხოლო მეორე მხრივ - ცალკე კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს ეხება.„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლება მოდის ხალხისგან. ხალხი, როგორც წესი, არჩევნების გზით  წარმომადგენლობით ორგანოს  მანდატს აძლევს და შემდეგ, საქართველოს შემთხვევაში, ოთხი წლის განმავლობაში, პარლამენტი იღებს კანონმდებლობას. თუმცა, ჩვენ გვაქვს დათქმა, რომ ზოგიერთ საკითხზე, საკმარისი არ არის  მხოლოდ არჩევნებზე მიღებული მანდატი და საპარლამენტო პროცედურებით  ცვლილების განხილვა, არამედ საჭიროა  ხალხის უშუალოდ ჩართვა. ასეთი დათქმა ითვალისწინებს კონსტიტუციაში ცვლილებას ან კონსტიტუციური კანონის მიღებას. ისეთი საკითხის მოწესრიგებას, რაც არის  ჩვენი საზოგადოების საყოველთაო შეთანხმების ფუნდამენტი. კონსტიტუციაც ეს არის ხალხის შეთანხმება - როგორი სახელმწიფო გვინდა გქონდეს, რა ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული და მმართველობის როგორი სისტემა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი შეთანხმების საფუძველი. ამიტომაც არის, რომ  კონსტიტუციაში ცვლილება  პროცედურულად ყველაზე უფრო  რთული ცვლილებაა, რომელსაც, ერთი მხრივ, სჭირდება ხანგრძლივი განსჯა და მეორე მხრივ, სჭირდება მაღალი კვორუმი -  სამი მეოთხედი ანუ 150 დეპუტატიდან 113-ის მხარდაჭერა, რომ ცვლილება მყისიერად  შევიდეს ძალაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მუშაობას 17 მაისს დაასრულებს, რის შემდეგაც კომისია პარლამენტს წარუდგენს მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების შედეგებს.