ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

პოლიტიკა 1711623611

პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა.მთავრობის მეთაური სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

შენგელიას მოტეხილობა აქვს

სპორტი 1711623591

რენტგენის პასუხი მივიღეთ, შენგელიას მოტეხილობა აქვს - ნაკრების ექიმი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა აქვს და რამდენიმე კვირა იძულებითი უქმობა მოუწევს. ამის შესახებ ეროვნული გუნდის ექიმმა დავით ხარაბაძემ ისაუბრა. მანვე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა, რომელმაც საბერძნეთთან მატჩის დროს, შენგელიას მსგავსად, მინდორი ტრავმის გამო დატოვა.დავით ხარაბაძე (საქართველოს ნაკრების ექიმი): "ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში უბრალოდ დაჭიმულობა იყო და მეტი არაფერი. დატვირთვის ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო. მითუმეტეს, რომ ხვიჩა იტალიის სერია A-ში თითქმის მთელი სეზონია შეუცვლელად თამაშობს და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლო ახლოვდება და კუნთების პრობლემამაც იჩინა თავი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.რაც შეეხება შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლახანს მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც მცირე მოტეხილობა აქვს. თუმცა, საგანგაშო მაინც არაფერია, რადგანაც რამდენიმე კვირაში ლევანი მწყობრში იქნება. გახსოვთ თამაშისაც ცუდი შეჯახება იყო, როდესაც შენგელია და მისი მეტოქე ერთდროულად წაიქცნენ და ბერძენი მოთამაშე მას მთელი ტანით სახსარზე დაეცა. ამან გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალი მოტეხილობა.იმ მომენტში მე მაშინვე მოედნის კიდესთან მივედი, თუმცა, მსაჯმა მანიშნა, რომ სერიოზული არაფერი იყო. როგორც სჩანს, თავიდან ლევანმაც უთხრა, რომ თამაშის გაგრძელებას მოახერხებდა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ძლიერი ტკივილი ჰქონდა და ჩვენც გავიაზრეთ, რომ გაგრძელება შეუძლებელი იყო. იმ დროს გამაყუჩებლის გაკეთება დაგვჭირდა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საერთო ჯამში სერიოზული არაფერია და ამდენად, ევრო 2024-ზე შენგელია აუცილებლად ითამაშებს",- ამბობს ხარაბაძე.

გოგი გოგოლაძე

საზოგადოება 1711621740

VIDEO: გაიცანით ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძე - კაცი, რომელსაც ეროვნული ნაკრების არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა გულშემატკივრის ვიდეო, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციისგან ტირის.როგორც გაირკვა, ვირუსული ვიდეოს გმირი, გოგი გოგოლაძეა, რომელსაც ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი ნაკრების არცერთი თამაში არ გაუცდენია.სურამიდან ბილეთებისთვის თბილისში ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში.დღეს ეს ადამიანი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარია და თავად ჰყვება ამ ემოციის შესახებ. 

ნუცა ბუზალაძე

საზოგადოება 1711621612

„მადრიდში დაგეგმილი ყველა აქტივობა გავაუქმე“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს…ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ოჯახის მწუხარება გაიზიარა:„მინდა, ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩემი ოჯახის მწუხარების გაზიარებისთვის. ძალიან რთული დღეები გავიარე და ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად მოვიკრებ ძალას და გავაგრძელებ შრომას იმ ძალიან საპასუხისმგებლო კონკურსისთვის, რაც „ევროვიზიაა“. ჩვენი ბიჭების გამარჯვებამ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩვენი ქვეყანა მაისში კიდევ უფრო ღირსეულად წარვადგინო და მერწმუნეთ, ამისთვის მთელი ჩემი არსებით დავიხარჯები.ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე კვირაში, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას მივუძღვნი.შემდეგი კვირიდან კი სრული ძალებით მოვემზადები უკვე დაგეგმილი პრომო ტურებისთვის. ამ საკმაოდ რთულ და ემოციურ გზაზე დამჭირდება თქვენი, ჩემი გულშემატკივრის თანადგომა, რომელსაც არასოდეს, არც ერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ ასე იქნება ახლაც. მიყვარხართ!..“

შაკირა

ტაბლოიდი 1711621440

ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ - შაკირა

22 მარტს შაკირამ ახალი, რიგით მე-12 სტუდიური ალბომი გამოუშვა. კოლუმბიელი მუსიკოსის მორიგ ნამუშევარს Las Mujeres Ya No Lloran("ქალები აღარ ტირიან") ჰქვია და ჟანრობრივად მრავალფეროვან 17 ესპანურენოვან სიმღერას მოიცავს. შაკირასთვის ეს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული პირველი ალბომია, რომელმაც მის პირად ცხოვრებაში მომხდარი ამბები, მათ შორის, ფეხბურთელ ჟერარდ პიკესთან დაშორებაც ასახა. თუმცა, მუსიკოსის თქმით, სწორედ დაშორებამ მოუტანა თავისუფლება.„ჩემი ქმრის გამო, დრო არ მქონდა", - ჰყვება შაკირა ჯიმი ფელონის შოუში, - „ახლა კი, ქმარი აღარ მყავს. ჰო, ქმარი უკან მხევდა. ახლა თავისუფალი ვარ და მუშაობა შემიძლია".პიკესთვის ჩემი კარიერა გვერდით გადავდე - შაკირა ყოფილ ქმართან ურთიერთობაზეცოტა ხნის წინ მუსიკოსმა ახალი ალბომის შექმნის პროცესზეც ისაუბრა და მას „ალქიმიური" უწოდა.„ყოველი სიმღერის დაწერისას, ჩემს თავს ხელახლა ვაყალიბებდი", - ამბობს შაკირა, - „მათი მღერისას კი, ჩემი ცრემლები ბრილიანტებად იქცა, ჩემი დაუცველობა - სიძლიერედ"."ბრილიანტებად ქცეული ცრემლების" მნიშვნელობას შაკირამ ჯიმი ფელონის შოუშიც გაუსვა ხაზი.„დიდი ხნის განმავლობაში, ქალებს გაწერილი სცენარით მოგვიწოდებდნენ დაუსრულებელი ტირილისკენ", — აღნიშნავს პოპვარსკვლავი, — "ამასთან, ტკივილი ჩვენი შვილებისგან, საზოგადოებისგან უნდა დაგვემალა. განსაზღვრული გზით უნდა გამოვკეთებულიყავით. ვფიქრობ, არავის აქვს უფლება, გვითხრას, როგორ გამოვკეთდეთ. არავის აქვს უფლება, ძუ-მგელს [მინიშნება თავის ალბომზე She Wolf] უთხრას, როგორ მოირჩინოს ჭრილობები. ახლა ქალები წყვეტენ, როდის, როგორ და რამდენი ხნით იტირონ. ვერავინ გვეტყვის, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს".ახალ ალბომში შემავალი ერთ-ერთი ტრეკი არგენტინელ პროდიუსერთან, DJ Bizarrap-თან, კოლაბორაციით ჩაწერილი სიმღერაა, რომელშიც შაკირა პიკეს დასცინის. სიმღერამ შარშან იუთუბზე რეკორდიც მოხსნა.შაკირა და პიკე ერთმანეთს 14 წლის წინ შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი — მილანი და საშა — ჰყავთ. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი 2022 წლის ზაფხულში დაშორდა.