გიორგი მარგველაშვილი: "დღეს ევროპარლამენტარები მე მწერენ - მერაბიშვილის სახით პოლიტპატიმარი გყავთო“ 

23:23 02-14-2018
21

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანი იყო ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე ხელისუფლებას რეაგირება მოეხდინა. ამის მაგალითად პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის საკითხი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მას ევროპარლამენტარები წერენ. 

„თავიდანვე როცა ვთქვი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავს სერიოზულად მოვეკიდოთ, რადგან უკან მოგვიბრუნდება, არ დამიჯერეს. დღეს სტრასბურგიდან უკან მოგვიბურნდა. მათ ხომ არ ელაპარაკებიან, მე მწერენ ევროპარლამენტარები რომ პოლიტპარიმარი გყავთ. ევროპარლამენტარები სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასე თარგმნიან. რატომ უნდა ვიყო მე მათი ადრესატი მერაბიშვილის საკითხზე. ძალიან მაღიზიანებს ეს საკითხი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.