სააკაშვილს ეს ყველაფერი იმ ხალხმა გაუკეთა, ვინც თვითონ სააკაშვილმა გაზარდა - მარგველაშვილი

23:16 02-14-2018
28

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას შეწყალების საკითხზე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მმარველი ძალა შავი პიარითაა დაკავებული. მისივე თქმით, სააკშვილს ყველაფერი იმ ხალხმა გაუკეთა, ვინც სააკაშვილმა გაზარდა. 

"სცადოს ვინმემ და დამიპირისპირდეს შეწყალების უფლებისთვის... რასაც დანერგავ ის დაგპირისპირდება. სააკაშვილს თავისივე დანერგილი სისტემა დახვდა წინ. კი ბატონო, სცადონ და დამიპირისპირონ. ჩემს მიმართ აგორებული უნიჭო შავი პიარი ემსახურება საარჩევნო კამპანიას... სააკაშვილის ვინ მიუსაჯა ეს ყველაფერი? სააკაშვილს ეს ყველაფერი გაუკეთე იმ ხალხმა, ვინც თვითონ სააკაშვილმა გაზარდა. პოლიტიკას, რომ თავი დავანებოთ აქ ისტორიული სამართლიანობაა.