მე მათსავით არც ადეიშვილის კაბინეტში ვიყავი, არც ბიზნესს ვაკეთებდი სააკაშვილთან ერთად

23:14 02-14-2018
20

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მმართველი გუნდის წარმომადგენელთა იმ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრეზიდენტი ”ნაციონალური მოძრაობის” გზავნილებს აჟღერებს. მარგველაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით, მას გასული 10 წლის განმავლობაში, სააკაშვილთან და მის თანაგუნდელებთან, არანაირი კავშირი არ ჰქონია.

”ამ ოთხი წლის განმავლობაში ”ქართული ოცნების” პოლიტკრეატივმა სხვა რამ მოიფიქრა, გარდა იმის, რომ პრეზიდენტი ნაციონალია?! ვის წინააღმდეგ იფიქრებენ ამ ყველაფერს, ამასაც შევხედოთ. მე მათსავით არც ადეიშვილის კაბინეტში ვიყავი, არც ბიზნესს ვაკეთებდი სააკაშვილთან ერთად, არც მისი მინისტრის მოადგილე ვიყავი და იმ 10 წლის განმავლობაში, მასთან არც ერთ საქმეში არ ვყოფილვარ, მათგან განსხვავებით”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.