გიორგი მარგველაშვილი:" სკამი ცვლის ტვინს...გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ ვინმეს ჩემზე უფრო შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს"

22:51 02-14-2018
26

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "გირგვლიანის შესწორებებზე" საუბრობს და საკითხის ირგვლივ კითხვებს სვამს.

"რატომ გაქრა გირგვლიანის შესწორებები? რატომ დაწინაურდნენ ის პროკურორები თუ მოსამართლეები, ესაა ჩემი შეკითხვა. ვიცი, რომ ჩვენ როცა ვიყავით ოპოზიციაში ნათლად ვხედავდით რა იყო პრობლემა, ის რომ მედიას ებრძვის, ის რომ გვისმენენ და ძალადობაზეა აგებული და რომ მოვერგეთ სკამებს, აღმოჩნდა რომ მიდგომები შეიცვალა. ამჟამინდელი ოცნებიდან თითქმის არავინ იყო ოპოზიციაში, მაგრამ ვიღცები ხომ იყვნენ? როგორ შეიძლება იყურებოდე კამერაში და ამბობდე, რომ არ უნდა შევცვალოთ მოსმენების სისტემა და პრეზიდენტი მტერია და სახელმწიფოს უპირისპირდება, იმიტომ რომ მოსმენების კანონს არ იზიარებს... 

სკამი ცვლის ტვინს. ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში რომ არის, თითონ რასაც აკეთებდნენ ამაზე ახლა რომ საუბრობენ, გადაჯდნენ სხვა სკამზე ოპოზიციაში და ახლა ხედავენ ამას. ამ წლების განმავლობაში ოცნების პოლიტკრეატივს სხვა არაფერი მოუფიქრებია კრეატივი გარდა იმისა, რომ მე ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ვახმოვანებ. მე არც ადეიშვილის კაბინეტში ვიყავი არს სააკაშვილთან ვაკეთებდი ბიზნეს, იმ ათი წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ მათგან განსხვავებით. გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ ვინმეს ჩემზე უფრო შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს ამ თვალსაზრისით"- აღნიშნა მარგველაშვილმა.