მარგველაშვილი: თუ პრეზიდენტს გაასამართლებენ სხვა მუხლით, ეს ემუქრება თითოეულ მოქალაქესაც

22:36 02-14-2018
43

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ქვეყნის იმიჯზე აისახება.

"მნიშვნელობა აქვს თუ რა მუხლით გაასამართლებ განსაკუთრებით ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ამას უყურებს ბევრი. მნიშვნელობა აქვს როგორც სამართლისთვის, ასევე საგარეო იმიჯისთვის. თუ არ იცი რას ნიშნავს სხვა მუხლით გასამართლება და მაინცდამაინც ამ თემაზე გინდა, რომ აზრი გქონდეს გადაშალე იურისპრუდენციის ანა-ბანა და პირველივე ნაწილი გეტყვის იმას, რომ ადამიანი უნდა იქნას გასამართლებული იმ მუხლით რა მუხლითაც ჩაიდინა დანაშაული"- განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში".

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტს გაასამართლებენ სხვა მუხლით, ეს ემუქრება თითოეულ მოქალაქესაც.