მშენებლობაზე დაღუპული რეზო თურმანიძის მეუღლე - "სამუშაოზე არ იყვნენ დაცულები"

22:14 02-14-2018
12

მოვითხოვთ, რომ დაიცვან უსაფრთხოება და არ გამწარდეს არც მეუღლე და არც მშობელი - მშენებლობაზე დაღუპული რეზო თურმანიძის მეუღლემ გადაცემაში "თავისუფალ სივრცე" განაცხადა. 

"სადაზღვეო და კომპანია ერთმანეთში იბრძვის ან ერთი გადაიხდი ან მეორე. არ ვიცი დამანაშავე, ის ვიცი, რომ სამუშაოზე არ იყვნენ დაცულები და უსაფრთხოების გამო გადმოვარდა ჩემი მეუღლე კრანიდან. მოვითხოვთ, რომ დაიცვან უსაფრთხოება და არ გამწარდეს არც მეუღლე და არც მშობელი" - განაცხადა დარიკო თურმანიძემ.