მეგრელიშილი: "ეს სამუშაოები ხანდახან ბევრად უფრო ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე ადამიანი უსამსახუროდ, ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდეს"

21:41 02-14-2018
13

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" ეკონომიკურმა ექსპერტის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ადამიანები სამუშაო ადგილებზე ნებაყოფლობით მიდიან. ამის შესახებ მეგრელიშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. მისი თქმით, ადამიანების საზოგადოება სხვანაირად არის მოწყობილი და ჩვენ იძულებულები ვართ ყოველდღე რაღაც გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიშოვოთ სარჩო-საბადებელი. 

"ადამიანები სამუშაო ადგილზე მიდიან ნებაყოფლობით მიდიან, ისინი როგორც სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო სამსახურში პოლიციის ძალით არ მიჰყავთ. ეს ადამიანები აკეთებენ არჩევანს ერთ მდგომარეობას შორის, როდესაც მათ არ აქვთ ხელფასი და მათი ოჯახების მდგომაროება არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე მეორე შემთხვევაში, როდესაც ისინი მიდიან რაიმე სამუშაოს შესასრულებლად ნებაყოფლობით. ეს სამუშაოები ხანდახან ბევრად უფრო ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე ადამიანი უსამსახუროდ, ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდეს" - განაცხადა მეგრელიშვილმა.