ლევან ლორთქიფანიძე: "2018 წელს, ცხრა დღეში ერთი მუშა იღუპება"

20:59 02-14-2018
22

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას ესმის მიტინგის, დემონსტრაციის და ქუჩაში ყვირილის ენა, რომელსაც ისინი დღესაც მიიღებენ - ამის შესახებ აუდიტორია 115-სი წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ გადაცემაში "თავისუფალ სივრცე" განაცხადა. მისი თქმით,  აქციის მონაწილები ითხოვენ შრომითი უფლებების რეგულირებას, ნორმალურ ხელფასს, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, შვებულების უფლების დაცვას და ა.შ

"ამ ტიპის აქციების ჩატარება აუცილებელია იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრო კი არა, პარლამენტი კი არა, არამედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აფერხებს ყველაფერს. სამინისტრო ნაცვლად იმისა, რომ ბალანსი მაინც დაიცვას დამსაქმებლის და დასაქმებულის არის, დამსაქმებლების, ინვესტორების მხარეს და მათ მხარეს ყოფნას გამოხატავს იმაში რომ არანაირ რეგულაციებს არ იღებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც შედეგად გვაძლევს იმას, რომ უკვე 2018 წელს, ცხრა დღეში იღუპება ერთი მუშა ან მაღაროში, ან სხვა სამუშაო ადგილზე" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, რომ "დადგნენ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც მათ მხარდაჭერას მოელიან და ბოლომდე კბილებით გაიტანონს ეს საკითხი". 

მისი თქმით, აუდიტორია 115 შეეცდება ხვალ შესაბამის სხდომას დაესწრონ და მიმდინარე მოვლენები გააპროტესტონ.