ლაშა მესხი: "ხელისუფლება უდგას ბიზნესს სირაქლემას პოზაში... მუშათა კლასი არ არის მარტო"

20:43 02-14-2018
36

ყოფილი ჟურნალისტის ლაშა მესმის განცხადებით, მუშათა კლასი მარტო არ არის და აქციის მონაწილეები მათ სოლიდარობას უცხადებენ. 

"ჩვენი სოლიდარობა და თუნდაც ამ საქმისთვის თავგნაწირვა. დღეს როდესაც ჭიათურაში, ტყიბულში და სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში ვკარგავთ ადამიანებს. ხელისუფლება უდგას ბიზნეს სირაქლემას პოზაში, ამიტომ გავაგონოთ ამ ხელისუფლებას ხმა, რომ მუშათა კლასი არ არის მარტო", - განაცხადა ლაშა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მუშებს და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების არ არსებობას აპროტესტებენ