მენაბდე: "ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც სამსახურში მიდიან და უკან არ ბრუნდებიან იმის გამო, რომ არ არსებობს შრომის უსაფრთხო პირობები"

20:18 02-14-2018
13

ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა შრომის უსაფრთხოების და ზოგადად, შრომითი უფლებების მიმართულებით - ამის შემდეგ "აუდიტორია 115"-ის აქციის მონაწილემ კოსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. 

"ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა შრომის უსაფრთხოების და ზოგადად, შრომითი უფლებების მიმართულებით. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ადამიანებს რომლებიც მიდიან სამსახურში და უკან არ ბრუნდებიან იმის გამო, რომ არ არსებობს შრომის უსაფრთხო პირობები. ჩვენ მოვითხოვთ შრომის ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმის შემოღებას" - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მუშებს და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების არ არსებობას აპროტესტებენ