ნიდერლანდებში, სააკაშვილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მისცეს, რომელიც მას ევროკავშირში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევს

20:04 02-14-2018
46

საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის ყოფილი გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მისცეს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევს. ამის შესახებ სააკაშილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. 

"დღეს ამსტერდამში, ცოტა ხნის წინ მივიღე დოკუმენტი, რომელიც ჩემს ვინაობას რეალურად ადასტურებს. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე მე გადმომეცა პირადობის მოწმობა, რომელიც ცხოვრების და მუშაობის უფლებას მაძლევს ევროკავშირში, მის ასაღებად მხოლოდ რამდენიმე წუთი დამჭირდა. თუმცა, კიდევ უფრო მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება" - წერს მიხეილ სააკაშვილი.