სროლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან - დაშავებულია 3 ადამიანი

19:18 02-14-2018
16

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სიახლოვეს სროლა იყო. ამის შესახებ ტელეარხი ABC იუწყება. მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.  ინციდენტში მონაწილე პირები დაკავებულები არიან. ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება მომხდარი. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.